23-24 აპრილს მაკა ბოჭორიშვილი საბერძნეთის რესპუბლიკას ეწვევა, სადაც მონაწილეობას „დელფოსის ეკონომიკურ ფორუმში“ მიიღებს. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ფორუმის ფარგლებში, დაგეგმილია მაკა ბოჭორიშვილის მონაწილეობა სამუშაო სესიაში – „დაცვა, რომელსაც გაფართოება უზრუნველყოფს: უსაფრთხოება, როგორც გაწევრიანების ახალი საყრდენი“.
იგი სიტყვით გამოვა სამუშაო სესიაზე – „ხმელთაშუა ზღვიდან შავ ზღვამდე: ევროპის უსაფრთხოების ახალი სარტყელი“.
„ასევე, მინისტრი მონაწილეობას მიიღებს დისკუსიაში, რომელიც შეეხება შუა დერეფანსა და საქართველოს სტრატეგიულ როლს რეგიონულ და გლობალურ ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სისტემაში“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

