დღეს კვიპროსში ევროკავშირის ლიდერების არაფორმალური სამიტი იწყება, – ინფორმაციას ევროკავშირის საბჭოს პრესსამსახური ავრცელებს.
კვიპროსში ევროკავშირის ლიდერების არაფორმალური სამიტი დღეს საღამოს დაიწყება და ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება.
სამიტის ფარგლებში ლიდერები ირანსა და ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის, ასევე, ევროკავშირის 2028-2034 წლების ბიუჯეტის საკითხს განიხილავენ.
შეხვედრას ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, ანტონიო კოშტა გაუძღვება.
ამასთან, უკრაინული მედიის ინფორმაციით, სამიტში მონაწილეობის მისაღებად პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კვიპროსში მიფრინავს. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ზელენსკი სამიტში მონაწილეობას დისტანციურად მიიღებდა.

