აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“გვარები იცვლება, მაგრამ არ ცხრება ინტერესი, საქართველოში არიონ ვითარება, სცადონ რევოლუციის მოწყობა, ამის გამოხატულებაა ბლაჟევიჩის საქმიანობაც, სახელმწიფო იქნება ფხიზლად” – ირაკლი კობახიძე

გვარები იცვლება, მაგრამ არ ცხრება ინტერესი, რომ საქართველოში რაღაცნაირად არიონ ვითარება, სცადონ კიდევ ერთხელ რევოლუციის მოწყობა. ამის გამოხატულებაა ბლაჟევიჩის საქმიანობაც და შესაბამისი დაფინანსებაც, – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, სახელმწიფო იქნება მაქსიმალურად ფხიზლად და ასეთი მცდელობების წარმატებას არ დაუშვებს.

„ოპოზიციას ამის უარყოფა რომ უწევდა, ესეც მეტყველებს, რა არის ამ ყველაფრის უკან. ამის უკან არის კონკრეტული მცდელობა, არიონ ქვეყანა, თუმცა ეს ყველაფერი წარსულში როგორც არ გამოუვიდათ, ასე არ გამოუვათ მომავალშიც“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

იტვირთბა....