დანიაში მატარებლების შეჯახების შედეგად, სულ მცირე, 17 ადამიანი დაშავდა, – ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
პოლიციის განცხადებით, ორი სამგზავრო მატარებელი ერთმანეთს დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენის ჩრდილოეთით, ქალაქების ჰილერედისა და კაგერუპის დამაკავშირებელ რკინიგზის ხაზზე შეეჯახა.
დანიის სამაშველო სამსახურის ცნობით, დაშავებულთაგან ოთხის მდგომარეობა მძიმეა.
„მატარებლებიდან ყველა მგზავრი გამოვიყვანეთ, ამიტომ იქ ჩარჩენილი არავინ არის“, – განაცხადა სამაშველო სამსახურის წარმომადგენელმა.
სარკინიგზო შემთხვევის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

