აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

მედიის ცნობით, რუსეთის ოლქებში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

რუსეთის ოლქებში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია რუსულ „ტელეგრამ“ არხებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, დრონებით თავდასხმის შემდეგ ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქში მდებარე „გორკის“ ნავთობგადამამუშავებელი ქარხნისა და სამარის ოლქში მდებარე ნავთობქიმიური ქარხნის ტერიტორიებზე ხანძარი გაჩნდა.

ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქის ქალაქ კსტოვოს მოსახლეობის ცნობით, ქალაქში აფეთქებების ხმა ისმოდა.

სამარის ოლქში თავდასხმის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია ოლქის გუბერნატორმა ვიაჩესლავ ფედორიშჩევმაც დაადასტურა.

„წინასწარი ინფორმაციით დაშავებულები არიან. ნოვოკუიბიშევსკის სამრეწველო ობიექტზე თავდასხმა განხორციელდა“, – განაცხადა სამარის ოლქის გუბერნატორმა.

იტვირთბა....