აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“პირველი რაც უნდა უნდა მოხდეს, ევროკავშირის ელჩის დაბარებაა, კონკრეტული კითხვები უნდა დაისვას – ჩვენ მეგობრები გვჭირდება და არა ბატონები – თითი დაუქნიონ ვისთვისაც დაუქნევიათ, სადაც გასდით ეს” – კახა კალაძე

პირველი რაც უნდა უნდა მოხდეს, ევროკავშირის ელჩის დაბარებაა, კონკრეტული კითხვები უნდა დაისვას – ჩვენ მეგობრები გვჭირდება და არა ბატონები, თითის მქნეველები. თითი დაუქნიონ ვისთვისაც დაუქნევიათ, სადაც გასდით ეს, – ასე ეხმაურება კახა კალაძე საქართველოში ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინკსის განცხადებებს.

მისივე თქმით, თუ ვინმეს სურვილი აქვს „თავში წამოგვარტყას და თავის ხუშტურებზე იმოქმედოს და იცხოვროს ქართველმა ხალხმა და სახელმწიფომ, ასე ვერ იქნება“.

„ძალიან შემაშფოთებელი იყო განცხადება, რომელიც მოვისმინეთ. საუბარი იყო ომზე, სამოქალაქო დაპირისპირებაზე. ამ ყველაფრის მოსმენა ძალიან მძიმეა.

თუ აქამდე შენიღბულად და შეფუთულად, ვიღაცები მოგვიწოდებენ ომში ჩართვაზე, პირდაპირ გამოვიდა და ისაუბრა სამოქალაქო დაპირისპირებასა და ომზე.

დაემუქრა ქართველებს, ქართულ სახელმწიფოს.

პირველი რაც უნდა უნდა მოხდეს, ელჩის დაბარებაა, კონკრეტული კითხვები უნდა დაისვას.

საქართველოს არ გადაუხვევია, დემოკრატიული ქვეყანა ვართ, სუვერენული. თუ ვინმეს სურვილი აქვს თავში წამოგვარტყას და თავის ხუშტურებზე იმოქმედოს და იცხოვროს ქართველმა ხალხმა და სახელმწიფომ, ასე ვერ იქნება. ჩვენ მეგობრები გვჭირდება და არა ბატონები, თითის მქნეველები. თითი დაუქნიონ ვისთვისაც დაუქნევიათ, სადაც გასდით ეს. ჩვენთან არ გამოვა. ჩვენი პოლიტიკით ვემსახურებით ქვეყნის ინტერესს“, – აღნიშნავს კალაძე.

იტვირთბა....