“უკვე ათჯერ გითხარით, ეკონომიკა გარდაუვალად ჩავარდება-მეთქი. პირველი კვარტალი მთლიანად ფსკერამდე დაეცა” – იმართა ვლადიმერ პუტინს რუსეთის კომუნისტური პარტიის ლიდერმა.
“გუშინ ვუყურე, ერთ ქალბატონს, ვიქტორია ბონია ჰქვია. მან პირდაპირ მიმართა პრეზიდენტს, ოღონდ მონაკოდან. მან ჩამოთვალა ყველა ის საკითხი, რომელიც აქ დასმულა და თქვენც გსმენიათ: რატომ არის ანაპაში ჭუჭყიანი ლაქა და რატომ არ მოხდა დროული რეაგირება დაღესტნისა და ჩეჩნეთის რესპუბლიკის დასახმარებლად… უკვე ათჯერ გითხარით, ეკონომიკა გარდაუვალად ჩავარდება-მეთქი. პირველი კვარტალი მთლიანად ფსკერამდე დაეცა. თუ სასწრაფოდ არ მიიღებთ ფინანსურ-ეკონომიკურ და სხვა ზომებს, შემოდგომაზე ის გველოდება, რაც 1917 წელს მოხდა. ჩვენ არ გვაქვს ამის გამეორების უფლება” – მიმართა ვლადიმერ პუტინს რუსეთის კომუნისტური პარტიის ლიდერმა, გენადი ზიუგანოვმა.

