აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

დიდი ბრიტანეთის საზღვაო სავაჭრო ოპერაციების ცენტრში აცხადებენ, რომ ჰორმუზის სრუტეში ირანის თავდასხმის სამიზნე, სულ მცირე, სამი გემი გახდა

დიდი ბრიტანეთის საზღვაო სავაჭრო ოპერაციების ცენტრში აცხადებენ, რომ ჰორმუზის სრუტეში ირანის თავდასხმის სამიზნე, სულ მცირე, სამი კონტეინერმზიდი გემი გახდა.

მათივე ცნობით, თვდასხმების შედეგად გემები მცირედით დაზიანდა, ეკიპაჟის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

UKMTO-ს ინფორმაციით, ერთ-ერთი კონტეინერმზიდი გემი ლიბერიის დროშის ქვეშ ცურავდა და მასზე თავდასხმა ომანის ჩრდილო-აღმოსავლეთით მოხდა.

მათივე ცნობით, კიდევ ერთ კონტეინერმზიდ გემს, რომელიც საბერძნეთის დროშის ქვეშ დაცურავდა, თავდაპირველად ირანის ხელისუფლებისგან ეცნობა, რომ ჰორმუზის სრუტეში ტრანზიტის ნებართვა ჰქონდა.

მედიის ცნობით, თავდასხმა ასევე მოხდა პანამის დროშის ქვეშ მცირავ გემზე.

იტვირთბა....