რუმინეთმა მოლდოვისგან შეისყიდა ქვეყნის მფლობელობაში არსებული ერთადერთი პორტი, რომელსაც შავ ზღვაზე აქვს გასასვლელი.
როგორც რუმინული მედია წერს, რუმინეთმა დაასრულა პორტ ჯიურჯულეშტის ოპერატორი კომპანიის შესყიდვის პროცესი.
რუმინეთის ტრანსპორტის მინისტრის, კიპრიან შერბანის განცხადებით, ეს არის სტრატეგიული ინვესტიცია რუმინეთისთვის, რომელიც უზრუნველყოფს დამატებით მარშრუტებს და გააძლიერებს პორტ კონსტანცას სტრატეგიულ როლს.
„გარდა ამისა, ამ პორტს აქვს ხელსაყრელი ადგილმდებარეობა, რომ გამოყენებული იყოს უკრაინის სამომავლო აღდგენის პროცესში“, – განაცხადა კიპრიან შერბანმა.
ცნობისთვის, ჯიურჯიულეშტის პორტი ერთადერთი პორტია მოლდოვაში, რომელსაც აქვს წვდომა საერთაშორისო საზღვაო გზებზე და საზღვაო გემების მიღების ტექნიკური შესაძლებლობა.

