აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“ისრაელი მზადაა ბრძოლა ყველა ფრონტზე დაუყოვნებლივ განაახლოს” – ისრაელის გენშტაბის უფროსი

ისრაელი მზადაა ბრძოლა ყველა ფრონტზე დაუყოვნებლივ განაახლოს, – ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, ეიალ ზამირმა განაცხადა.

ისრაელის თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის უფროსის განცხადებით, ირანსა და ლიბანში გამოცხადებული ცეცხლის შეწყვეტის მიუხედავად, ისრაელის თავდაცვის ძალები სრულ მზადყოფნაში იმყოფება.

მისი თქმით, „ისრაელი ჩრდილოეთ დასახლებების თავდაცვის გაძლიერების მიზნით, ლიბანში ინტენსიურ ბრძოლებშია ჩართული“.

„ამ დროისთვის, ისრაელის თავდაცვის ძალები მზადყოფნის მაღალ რეჟიმშია და მზადაა ბრძოლას ყველა ფრონტზე დაუყოვნებლივ დაუბრუნდეს“, – აღნიშნა ეიალ ზამირმა.

იტვირთბა....