აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი საქართველოს თავმჯდომარეობით, ეუთო-ს უსაფრთხოებისთვის თანამშრომლობის ფორუმის პირველ სხდომაში მიიღებს მონაწილეობას

მაკა ბოჭორიშვილი, დღეს საქართველოს თავმჯდომარეობით, ეუთო-ს უსაფრთხოებისთვის თანამშრომლობის ფორუმის (FSC) გახსნით სხდომაში მიიღებს მონაწილეობას და მისასალმებელი სიტყვით მიმართავს დამსწრე საზოგადოებას. ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, უსაფრთხოებისთვის თანამშრომლობის ფორუმის თავმჯდომარეობა როტაციის პრინციპით ხორციელდება.

როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში აღნიშნავენ, საქართველო ფორუმის თავმჯდომარე ქვეყანა 2026 წლის 4 სექტემბრამდე იქნება, რის შემდეგაც თავმჯდომარეობას გაერთიანებული სამეფო გადაიბარებს.

იტვირთბა....