აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“ჩვენმა მთავრობამ უნგრელი ბავშვები აგრესიული ლგბტქ პროპაგანდისგან დაიცვა, ახლა ბრიუსელის იმპერია საპასუხო დარტყმებს ახორციელებს, ევროპის სულისთვის ბრძოლას არ დავთმობთ” – ვიქტორ ორბანი

უნგრეთის მოქმედი პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ევროკავშირის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც. უნგრეთის ანტილგბტქ კანონები ევროკავშირის ღირებულებებს არღვევს.

„ბრიუსელის სატკეპნი მანქანა უკვე მუშაობს. ჩვენმა პატრიოტულმა მთავრობამ უნგრელი ბავშვები დაიცვა აგრესიული ლგბტქ პროპაგანდისგან. ახლა ბრიუსელის იმპერია საპასუხო დარტყმებს ახორციელებს. ჩვენ ევროპის სულისთვის ბრძოლას არ დავთმობთ“, – წერს ორბანი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, ევროკავშირის უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ უნგრეთში 2021 წელს მიღებული  კანონი, რომელიც არასრულწლოვნებისთვის გენდერის შეცვლის „პოპულარიზაციას“ კრძალავდა, ეწინააღმდეგება ევროკავშირის წესებს თანასწორობისა და უმცირესობათა უფლებების შესახებ და პირველად ისტორიაში დაარღვია ევროკავშირის ხელშეკრულების მე-2 მუხლით განსაზღვრული ფუნდამენტური ღირებულებებიც.

იტვირთბა....