აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“ბრძოლის გასაგრძელებლად მზადყოფნის პიკზე ვრჩებით – მზად ვართ, ნებისმიერი საფრთხის ან განახლებული აგრესიისთვის” – ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის განცხადებით, რეგიონში დარჩენილ „მტრის აქტივებს“ მათთვის წარმოუდგენელ დარტყმებს მიაყენებს.

„ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი ბრძოლის გასაგრძელებლად მზადყოფნის პიკზე რჩება და მზადაა ნებისმიერი საფრთხის ან განახლებული აგრესიის მიმართ გადამწყვეტი, მტკიცე და დაუყოვნებელი რეაგირებისთვის“, – ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, მედიის ინფორმაციით, ირანმა ჰორმუზის სრუტესთან ახლოს სატვირთო გემს ცეცხლი გაუხსნა. „გაერთიანებული სამეფოს საზღვაო სავაჭრო ოპერაციების“ სააგენტოს (UKMTO) ცნობით, სატვირთო გემს ცეცხლი ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის საარტილერიო კატარღამ ომანის მახლობლად გაუხსნა. თავდასხმის შედეგად გემის ნაწილი დაზიანდა, თუმცა ეკიპაჟის წევრები არ დაშავებულან.

იტვირთბა....