ჩვენ მზად ვართ, უკრაინა-უნგრეთის ურთიერთობა ახალი ფურცლიდან დავიწყოთ, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ განაცხადა.
სიბიგას თქმით, უნგრეთთან სამომავლო ურთიერთობებს „პოზიტიური სცენარით“ განიხილავს და მზადყოფნა გამოთქვა, ევროპული
სტანდარტების საფუძველზე, კონსტრუქციულად განიხილონ დღის წესრიგში არსებული საკითხების მთელი სპექტრი.
„ჩვენ მზად ვართ, გავაგრძელოთ ორმხრივად სასარგებლო კონსტრუქციული თანამშრომლობა ორივე ხალხის საკეთილდღეოდ, საერთო ევროპული მომავლის საკეთილდღეოდ. ეს ჩვენი სიგნალია. ეს სიგნალი უნგრელებს უკვე გადავეცით. მე უკვე მქონდა მიმოწერა ანიტა ორბანთან, უნგრეთის მომავალ საგარეო საქმეთა მინისტრთან. ჩვენ მზად ვართ, უნგრეთის მხარესთან ახალი ფურცლისთვის და ამით დაინტერესებულები ვართ“, – განაცხადა სიბიგამ.

