გერმანული ავიაკომპანია „ლუფთჰანზა“ ზოგიერთ ევროპულ მარშრუტსა და 20 000 მოკლე დისტანციაზე ფრენას აუქმებს. ამის შესახებ „უოლ სთრით ჯორნალი“ წერს.
ეს გადაწყვეტილება შეეხება ოქტომბრამდე დაგეგმილ მარშრუტებს, საავიაციო საწვავის დაზოგვის მიზნით, ვინაიდან ავიაკომპანიები ირანის ომის გამო საწვავის შესაძლო დეფიციტის წინაშე აღმოჩნდნენ.
კომპანიის ინფორმაციით, გაუქმებულ ფრენებს მისი რამდენიმე შვილობილი ავიაკომპანია ახორციელებს, რაც, ჯამში, მგზავრთა გადაყვანის შესაძლებლობის ერთი პროცენტით შემცირებას ნიშნავს.
„ლუფთჰანზას“ გაუქმებული ფრენების შედეგად საშუალება ექნება, 40 000 მეტრულ ტონაზე მეტი საავიაციო საწვავი დაზოგოს. კომპანიაში აღნიშნავენ, რომ საზაფხულოდ დაგეგმილი რეისებისთვის საწვავის მარაგი ძირითადად სტაბილური იქნება.

