აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

რუსეთმა ზაპოროჟიეს ოლქში რკინიგზის სადგურს დაარტყა – დაიღუპა მემანქანეს დამხმარე

რუსეთის დარტყმების შედეგად, ზაპოროჟიეს ოლქში მდებარე რკინიგზის სადგურ „ზაპოროჟიე-ლევოეზე“ სორტირების პარკი დაზიანდა. ინფორმაცია უკრაინის აღდგენის საკითხებში ვიცე-პრემიერმა, თემებისა და ტერიტორიების განვითარების მინისტრმა ალექსეი კულებამ გაავრცელა.

მისი განცხადებით, დარტყმის მომენტში ლიანდაგებზე მატარებელი იმყოფებოდა. შედეგად, მემანქანის დამხმარე ადგილზე დაიღუპა, ხოლო მემანქანე დაშავდა და სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

კულებას ინფორმაციით, ღამის განმავლობაში რუსულმა ძალებმა ოდესის საპორტო ინფრასტრუქტურაზეც მიიტანეს იერიში. დრონების მოხვედრის შედეგად გაჩნდა ხანძრები, თუმცა დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. დაზიანებულია ნავმისადგომები, სასაწყობე სივრცეები, სარკინიგზო ინფრასტრუქტურა და პორტის ოპერატორების ობიექტები.

„ეს არის ტერორიზმის კიდევ ერთი მტკიცებულება — რუსეთი ომს აწარმოებს მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ, იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც უბრალოდ ასრულებდნენ საკუთარ საქმეს და უზრუნველყოფენ ქვეყნის ფუნქციონირებას,“ — განაცხადა ალექსეი კულებამ.

იტვირთბა....