აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

თურქეთში სამხედრო ვერტმფრენი ჩამოვარდა, დაშავდა ბორტზე მყოფი ხუთი ადამიანი

თურქეთში სამხედრო ვერტმფრენი ჩამოვარდა. ამის შესახებ თურქული მედია წერს.

შემთხვევა ქვეყნის დედაქალაქ ანკარაში მოხდა. მომხდარის შედეგად ბორტზე მყოფი ხუთი ადამიანი დაშავდა.

„ჩვენი სამხედრო ავიაციის სარდლობის კუთვნილი CH-47-ის ტიპის სამხედრო-სატრანსპორტო ვერტმფრენი ანკარაში სასწავლო ფრენის დროს გაურკვეველი მიზეზით ჩამოვარდა“, – აღნიშნეს თავდაცვის სამინისტროში.

რა გახდა ავიაკატასტროფის მიზეზი, ამ დრომდე უცნობია.

იტვირთბა....