უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გამოყოფის შესახებ გადაწყვეტილება მომდევნო 24 საათის განმავლობაში იქნება მიღებული, – განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასმა.
„უნგრეთის არჩევნების შემდეგ ახალი იმპულსი გაჩნდა და მე ველოდები დადებით გადაწყვეტილებას 90-მილიარდიან სესხთან დაკავშირებით მომდევნო 24 საათის განმავლობაში“, – აღნიშნა კალასმა.
მან ასევე განაცხადა, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა „ასევე მოუწოდეს სანქციების მე-20 პაკეტთან დაკავშირებით სწრაფი წინსვლისკენ“.
„ჩვენ უნდა განვაგრძოთ უკრაინისთვის ყველაფერი იმის მიწოდება, რაც მას სჭირდება თავდაცვის შესანარჩუნებლად, სანამ პუტინი არ მიხვდება, რომ ამ ომს არსად მივყავართ“, – ხაზგასმით აღნიშნა უმაღლესმა წარმომადგენელმა.

