ახალი ამბები მთავარი

სულხან თამაზაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრად დაინიშნა

აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე, დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებული სულხან თამაზაშვილი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრად დაინიშნა, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

სულხან თამაზაშვილი მანამდე აჭარის მთავრობის ხელმძღვანელის პოსტს იკავებდა.

თამაზაშვილი გეკა გელაძეს შეცვლის, ხოლო მამუკა მდინარაძე სუს-ის უფროსად შეიცვალა. მდინარაძეს კი ახალ სამინისტროს ჩააბარებენ, რომელსაც “სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო სამინისტრო ერქმევა” და ამასთან ერთად, ის ვიცე-პრემიერის პოსტსაც შეითავსებს.

იტვირთბა....