აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანმა არაერთხელ დაარღვია ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანმა „არაერთხელ დაარღვია“ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება.

აღნიშნულის შესახებ ტრამპი სოციალურ ქსელ „თრუს სოშიალში“ წერს.

დონალდ ტრამპს არ დაუკონკრეტებია, რა დარღვევებზეა საუბარი.

მანამდე ტრამპმა ირანი ჰორმუზის სრუტეში გამავალი გემებისთვის ცეცხლის გახსნაში დაადანაშაულა, რაც, მისივე თქმით, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევა იყო. საპასუხოდ, ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ შეთანხმების დარღვევა ვაშინგტონის მხრიდან ირანის პორტების ბლოკადა იყო. ამასთან, ჯერ კიდევ გაურკვეველია, გაიმართება თუ არა ირანსა და აშშ-ს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი პაკისტანში.

იტვირთბა....