აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

რუსეთმა ყაზახეთსა და გერმანიას აცნობა, რომ მაისიდან შეაჩერებს ყაზახური ნავთობის ტრანზიტს გერმანიის მიმართულებით, რომელიც ნავთობსადენ “დრუჟბას“ ჩრდილოეთ განშტოებით ხორციელდებოდა – “როიტერი“

რუსეთმა აცნობა ყაზახეთსა და გერმანიას, რომ მაისიდან შეაჩერებს ყაზახური ნავთობის ტრანზიტს გერმანიის მიმართულებით, რომელიც ნავთობსადენ „დრუჟბას“ ჩრდილოეთ განშტოებით ხორციელდებოდა. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ სამ წყაროზე დაყრდნობით იუწყება.

ანონიმური წყაროების ინფორმაციით, რუსეთმა ყაზახეთსა და გერმანიას გაუგზავნა შეტყობინება „ნავთობის ექსპორტის კორექტირების შესახებ“, რომლის მიხედვითაც, პირველი მაისიდან შეწყდება ყაზახური ნავთობის გერმანიაში მიწოდება „დრუჟბას“ მეშვეობით.

„როიტერის“ ცნობით, რუსეთის გადაწყვეტილებამ შეიძლება დამატებითი პრობლემები შეუქმნას გერმანიას გლობალური ენერგოკრიზისის ფონზე, რომელიც ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომს უკავშირდება.

2025 წელს ყაზახეთიდან გერმანიაში ყოველდღიურად დაახლოებით 43 ათასი ბარელი ნავთობი გადიოდა, რაც 44%-ით მეტია 2024 წელთან შედარებით. მიწოდება ხდებოდა „დრუჟბას“ ჩრდილოეთ განშტოებით, რომელიც ბელარუსისა და პოლონეთის ტერიტორიებზე გადის. როგორც მედია წერს, ამ მარშრუტზე ტრანზიტი არაერთხელ შეჩერდა უკრაინის მიერ რუსეთის ნავთობისა და გაზის ინფრასტრუქტურაზე დარტყმების გამო.

იტვირთბა....