კარგი იქნება, ბრიუსელში ნელ-ნელა რევოლუციური სცენარებიდან თვალს რეალობას თუ გაუსწორებენ და იმ მონაპოვარს რეალურად შეხედავენ, რაც საქართველოს აქვს, – ამის შესახებ ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, კარგი იქნებოდა, თუ ბრიუსელში 2024 წლის არჩევნების შემდეგ ქუჩაში გამოსულ დემონსტრანტებს ტაშს არ დაუკრავდნენ.
„დროა, მათ გაიაზრონ და თავი დაანებონ ქვეყანაზე იმის დაბრალებას, რომ საქართველო და მისი ხელისუფლება დემოკრატიულ პროცესს აზიანებს. სამწუხაროდ, მათ ყველაფერი გააკეთეს, რომ საქართველოში ქაოსი და რევოლუციური პროცესი გამოეწვიათ. ეს მათი პასუხისმგებლობაა. რა თქმა უნდა, ამ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე არავინ აიღებს და ბოდიშს არ მოიხდის, მაგრამ კარგი იქნება, ნელ-ნელა რევოლუციური სცენარებიდან თვალს რეალობას თუ გაუსწორებენ და იმ
მონაპოვარს რეალურად შეხედავენ, რაც საქართველოს აქვს. ეს სასარგებლოა დღევანდელი ევროპისთვის. რაც შეეხება დემოკრატიას, კარგი იქნებოდა, რომ მათ 2024 წლის არჩევნებისთვის თვალი გაესწორებინათ და ქუჩაში გამოსული დემონსტრანტებისთვის ტაში არ დაეკრათ სახელმწიფო გადატრიალებისას“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.
ცნობისთვის, დღეს ბრიუსელში ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართება, სადაც, სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოში არსებულ ვითარებასაც განიხილავენ.

