აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“წარმოუდგენელია, საუბრობდე შუა დერეფანზე, დაკავშირებადობაზე და ამ დროს „დაგავიწყდეს“ საქართველოს არსებობა” – არჩილ გორდულაძე

წარმოუდგენელია, საუბრობდე შუა დერეფანზე, დაკავშირებადობაზე და ამ დროს „დაგავიწყდეს“ საქართველოს არსებობა, როგორც ჩანს, მარტა კოსს საქართველო რუკაზე უპოვია და ასეთ განცხადებას ამიტომ აკეთებს, მაგრამ მის მიმართ კითხვები არსებობს, – ამის შესახებ არჩილ გორდულაძემ განაცხადა.

გორდულაძის თქმით, საინტერესოა, მარტა კოსმა იპოვა თუ არა საქართველოს კანონმდებლობის გვერდის ავლის მექანიზმები, გზები და აქვს თუ არა საშუალება, რომ ქვეყანაში შავი ფული შემოიტანოს და ამ ქვეყნის მოწინააღმდეგეები დააფინანსოს.

„ამ ყველაფერს ვერ გააკეთებს. როცა ის საქართველოზე ისაუბრებს, კარგად გაიხსენოს, რომ ამ ქვეყანას ღირსეული ხალხი ჰყავს, ვისთვისაც მთავარია ეროვნული ინტერესები. როგორც საქართველოს სჭირდება ევროკავშირი, არანაკლებ და თუ უფრო მეტად სჭირდება ევროკავშირს საქართველო ისევ და ისევ დაკავშირებადობის თვალსაზრისით. როცა წყალქვეშა კაბელზე საუბრობენ და მას პრიორიტეტს ანიჭებენ, კეთილი ინებონ და ამ ქვეყანას პატივი სცენ და შემდეგ ისაუბრონ თავიანთ ეკონომიკურ სარგებელზე“, – განაცხადა გორდულაძემ.

იტვირთბა....