აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“ესტონეთმა უკვე წამოაყენა წინადადება, რომ ევროკავშირმა პერსონალური სანქციები უნდა დააწესოს საქართველოს რეჟიმის წინააღმდეგ” – მარგუს ცაჰკნა

ესტონეთმა უკვე წამოაყენა წინადადება, რომ ევროკავშირმა პერსონალური სანქციები უნდა დააწესოს საქართველოს რეჟიმის წინააღმდეგ, – ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს ცაჰკნამ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

მარგუს ცაჰკნამ პერსონალური სანქციების დაწესების შესახებ დასმულ შეკითხვას უპასუხა.

„ესტონეთმა უკვე წამოაყენა წინადადება, რომ ევროკავშირმა პერსონალური სანქციები უნდა დააწესოს საქართველოს რეჟიმისა და იმ პირების წინააღმდეგ, რომლებიც დემოკრატიულ ნორმებს არღვევენ. ჩვენ ესტონეთში ამას უკვე ვაკეთებთ“, – განაცხადა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

იტვირთბა....