პეტერ მადიარი სოციალურ ქსელში მომავალი მინისტრთა კაბინეტის სიას აქვეყნებს და ასევე წერს, რომ ორბანის მარიონეტებს 31 მაისამდე შეუძლიათ ნებაყოფლობით დატოვონ თავიანთი თანამდებობები.
“ორბანის მარიონეტებს 31 მაისამდე შეუძლიათ ნებაყოფლობით დატოვონ თავიანთი თანამდებობები. ეს ეხება უნგრეთის პრეზიდენტს, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, სასამართლო ხელისუფლების ეროვნული ოფისის პრეზიდენტს, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარესა და გენერალურ პროკურორს.
12 აპრილს უნგრელმა ხალხმა ხმა მისცა სრულ პოლიტიკურ ტრანსფორმაციას. თუ ეს ჩინოვნიკები 31 მაისამდე ნებაყოფლობით არ გადადგებიან, მაშინ, მილიონობით უნგრელისგან მიღებული მანდატის საფუძველზე, ჩვენ მათ თანამდებობებიდან გადავაყენებთ“ – წერს X-ზე უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული პარტიის Tisza ლიდერი და მომავალი პრემიერმინისტრი პეტერ მადიარი.
მადიარმა დღეს თავისი მომავალი მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობაც დაასახელა:
- საბოლჩ ბონა – სოფლის მეურნეობის მინისტრი
- დოქტორი ჟოლტ ჰეგედიუში – ჯანდაცვის მინისტრი
- ანდრაშ კარმანი – ფინანსთა მინისტრი
- ანიტა ორბანი – საგარეო საქმეთა მინისტრი
- ლასლო გაიდოში – გარემოს დაცვის მინისტრი
- იშტვან კაპიტანი– ეკონომიკისა და ენერგეტიკის მინისტრი
- რომულუს რუსინ-სენდი – თავდაცვის მინისტრი

