აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“ჩვენ უნდა დავეხმაროთ საქართველოს, განაგრძოს გზა ევროპული ოჯახისკენ, რომელსაც მისი მოსახლეობის უმრავლესობა ირჩევს” – ესპანეთის საგარეო მინისტრი

უნდა დავეხმაროთ საქართველოს, რომ განაგრძოს ევროპული ოჯახისკენ მიმავალი გზა, – ამის შესახებ ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ხოსე მანუელ ალბარესმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალის დაწყებამდე განაცხადა.

როგორც ხოსე მანუელ ალბარესმა აღნიშნა, ევროკავშირის ოჯახის წევრობა საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის არჩევანია.

„ჩვენ უნდა დავეხმაროთ საქართველოს, განაგრძოს გზა, რომელსაც მისი მოსახლეობის უმრავლესობა ირჩევს – ევროპული ოჯახისკენ მიმავალი გზა. რა თქმა უნდა, ჩვენ აქ ვიქნებით, რათა ქართველ ხალხს დავეხმაროთ ამ გზაზე — დემოკრატიულ, მშვიდობიან და ევროპულ გზაზე“, – განაცხადა ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

იტვირთბა....