ირანის ომმა ისტორიაში ყველაზე დიდი ენერგეტიკული კრიზისი შექმნა, – ამის შესახებ საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს (IEA) ხელმძღვანელმა, ფატიჰ ბიროლმა განაცხადა.
მისივე თქმით, საქმე ეხება არა მხოლოდ ნავთობის კრიზისს, არამედ სხვა რესურსებსაც, მათი დიდი ნაწილის იმპორტი მსოფლოში ახლო აღმოსავლეთიდან ხდება.
„ეს მართლაც ისტორიაში ყველაზე დიდი კრიზისია. ამ ნავთობის კრიზისს რუსეთთან დაკავშირებულ გაზის კრიზისს თუ შევადარებთ, ეს უკვე უზარმაზარი კრიზისია, მაგრამ საქმე მხოლოდ ნავთობსა და გაზს არ ეხება. ეს ასევე მოიცავს სასუქებს, ნავთობქიმიკატებს, გოგირდს. ყველა ეს პროდუქტი, რომელიც დეფიციტური იქნება, მთელ მსოფლიოში ინფლაციას გამოიწვევს, განსაკუთრებით განვითარებად ქვეყნებში გაზრდის ფასებს და ეკონომიკურ ზრდას შეანელებს“, – განაცხადა ფატიჰ ბიროლმა.
„სქაი ნიუსი“ იტყობინება, რომ 2026 წლის მარტში, IEA დათანხმდა სტრატეგიული მარაგებიდან რეკორდული, 400 მილიონი ბარელი ნავთობის რეზერვების გამოყენებას, რათა მსოფლიოში ნავთობის ფასების ზრდა შეჩერებულიყო.

