ირანის უმაღლესი სამხედრო შტაბის გენერლის განცხადებით, რევოლუციურმა გვარდიამ ისრაელი და აშშ „სასოწარკვეთამდე და დაღლილობამდე მიიყვანა და ზავის დადების თხოვნა აიძულა“.
გენერალ-მაიორ აბდულაჰის თქმით, ირანის შეიარაღებული ძალები არ დაუშვებენ, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა „მიწაზე არსებული ვითარების შესახებ მცდარი სურათი შექმნას“, განსაკუთრებით ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებით.
ამასთან, როგორც „ბიბისი“ წერს, კვლავ გაურკვეველია, გაემგზავრება თუ არა ირანის დელეგაცია ისლამაბადში აშშ-თან მოლაპარაკებების მეორე რაუნდისთვის.

