აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“უკრაინამ უპილოტო საფრენი აპარატების სფეროში თანამშრომლობის მოთხოვნა 11 ქვეყნისგან მიიღო, ვაკვირდებით კავკასიასაც”- ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინამ უპილოტო საფრენი აპარატების სფეროში თანამშრომლობის მოთხოვნა 11 ქვეყნისგან მიიღო, ვაკვირდებით კავკასიასაც, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტელეგრამ არხზე გავრცელებულ განცხადებაში საუბრობს.

მისი თქმით, უკრაინამ უპილოტო საფრენი აპარატებს სფეროში უკვე გააფორმა 10-წლიანი კონტრაქტები საუდის არაბეთთან, კატართან და არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან.

„ჩვენ ასევე  გვაქვს მოთხოვნა 11 ქვეყნისგან – ახლო აღმოსავლეთის და სპარსეთის ყურის რეგიონიდან, დამატებით თანდათან ვაკვირდებით კავკასიასაც. ამ დრონების გარიგებაში იქნება სულ მცირე 10 სხვადასხვა შეთანხმება, უკრაინული შეიარაღების ამა თუ იმ ექსპორტის შესახებ“, – წერს ზელენსკი.

მისივე თქმით, შეთანხმებების ფარგლებში გათვალისწინებულია როგორც დრონების ერთობლივი წარმოება, ასევე საწარმოო ხაზის მშენებლობა როგორც უკრაინაში, ისე სხვა სახელმწიფოებში.

ზელენსკიმ ასევე ამბობს, რომ უკვე ამ კუთხით დაწყებულია სამუშაოები გერმანიასთან, იტალიასთან, ნორვეგიასთან, შვედეთთან და ნიდერლანდებთან.

იტვირთბა....