აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი ტელეფონით რუს კოლეგას, სერგეი ლავროვს ესაუბრა

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი ტელეფონით რუს კოლეგას, სერგეი ლავროვს ესაუბრა.

“ირანი აშშ-ის ქმედებებს დააკვირდება და ეროვნული უსაფრთხოებისა და ინტერესების დასაცავად შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს” – თქვა არაღჩიმ სატელეფონო საუბრისას.

ირანული მედიის ინფორმაციით, არაღჩი გვიან ღამით ტელეფონით პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრსაც ესაუბრა და განაცხადა, რომ ირანი „ყველა ასპექტს გაითვალისწინებს და გადაწყვეტს, თუ როგორ განაგრძობს მოქმედებას“. მისივე თქმით, დიპლომატიური პროცესის გაგრძელების მთავარი დაბრკოლება აშშ-ის „პროვოკაციული ქმედებები და ცეცხლის შეწყვეტის განმეორებითი დარღვევებია“

იტვირთბა....