მექსიკაში შეიარაღებულმა პირმა ტეოტიუაკანის პირამიდებთან ცეცხლი გახსნა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, მეხიკოს შტატში მდებარე ტეოტიუაკანის ნაქალაქარის ტერიტორიაზე მომხდარი თავდასხმის შედეგად კანადის მოქალაქე დაიღუპა და 13 ადამიანი დაშავდა.
მექსიკის უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, თავდამსხმელმა თავი მოიკლა. ასევე, ადგილობრივმა პროკურატურამ განაცხადა, რომ თავდამსხმელი მექსიკის მოქალაქე ხულიო სეზარ რამირესი იყო.
თავდასხმის შედეგად დაშავებულებს შორის აშშ-ის, რუსეთის, კოლუმბიისა და ბრაზილიის მოქალაქეები არიან.
მექსიკის პრეზიდენტმა კლაუდია შაინბაუმმა საფუძვლიანი გამოძიების დაწყების ბრძანება გასცა.

