აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“კირ სტარმერმა აღიარა, რომ მცდარი გადაწყვეტილება მიიღო, როცა ვაშინგტონში ელჩი აირჩია, ნამდვილად ცუდი არჩევანი იყო, თუმცა გამოსასწორებლად ჯერ კიდევ არის დრო” – დონალდ ტრამპი 

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა აღიარა, რომ მცდარი გადაწყვეტილება მიიღო ვაშინგტონში ელჩის დანიშვნისას.

დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში სტარმერის შეფასება გაიზიარა და აღნიშნა, რომ მდგომარეობის გამოსწორება ჯერ კიდევ შესაძლებელია.

„დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა აღიარა, რომ „მცდარი გადაწყვეტილება მიიღო“, როდესაც ვაშინგტონში ელჩი აირჩია. ვეთანხმები — ნამდვილად ცუდი არჩევანი იყო. თუმცა გამოსასწორებლად ჯერ კიდევ არის დრო!“ – წერს დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში.

მანამდე, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა მთავრობაში უსაფრთხოების სტანდარტებზე პასუხისმგებელ ჯგუფს დაავალა, შეისწავლოს აშშ-ში ბრიტანეთის ყოფილი ელჩის, პიტერ მანდელსონის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში გამოვლენილი უსაფრთხოების პრობლემები.

ცნობისთვის, მანდელსონი ამერიკელი ფინანსისტის, ჯეფრი ეპშტეინის ფაილებში ფიგურირებს. გაირკვა, რომ მანდელსონმა ეპშტეინს კონფიდენციალური ინფორმაცია გაუზიარა მაშინ, როდესაც ის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გორდონ ბრაუნის მთავრობაში მინისტრი იყო. ჯეფრი ეპშტეინთან კავშირების დადასტურების გამო დიდმა ბრიტანეთმა აშშ-ში გაერთიანებული სამეფოს ელჩი პიტერ მანდელსონი თანამდებობიდან გაათავისუფლა.

იტვირთბა....