აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“ევროპამ უნდა შექმნას ბალისტიკური რაკეტებისგან დაცვის საკუთარი სისტემა” – ვოლოდიმირ ზელენსკი

ევროპამ უნდა შექმნას ბალისტიკური რაკეტებისგან დაცვის საკუთარი სისტემა, – ამის შესახებ განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გააკეთა.

მისი თქმით, კიევი უკვე აწარმოებს მოლაპარაკებებს რამდენიმე ევროპულ ქვეყანასთან ასეთი სისტემის შექმნასთან დაკავშირებით, უკრაინის მიერ თავდაცვით ომში დაგროვილი გამოცდილების გათვალისწინებით.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ეს არის „უაღრესად რთული, თუმცა რეალისტური ამოცანა“. მას არ დაუკონკრეტებია, რომელ ქვეყნებთან მიმდინარეობს მოლაპარაკება.

როგორც სააგენტო „როიტერი“ აღნიშნავს, რუსული ბალისტიკური რაკეტების დარტყმებისგან დაცვა უკრაინის თავდაცვისთვის ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული გამოწვევაა, რადგან რუსეთი მიზანმიმართულად უტევს ამ ტიპის იარაღით ქვეყნის ენერგეტიკულ ობიექტებს.

ამჟამად ასეთი თავდასხმების განეიტრალება შეუძლია მხოლოდ ამერიკულ საჰაერო თავდაცვით სისტემა „პეტრიოტს“.

სპარსეთის ყურეში კონფლიქტის ფონზე ეს რაკეტები აქტიურად გამოიყენება ახლო აღმოსავლეთის რეგიონში და შესაბამისად მათი შეძენა რთულია.

„როიტერის“ ცნობით, „პეტრიოტის“ ალტერნატივას წარმოადგენს ფრანგულ-იტალიური საჰაერო თავდაცვითი სისტემა SAMP/T,  თუმცა მას ჯერ კიდევ შეზღუდული რაოდენობით აწარმოებენ.

იტვირთბა....