აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის თავმჯდომარეს, საჰიბა გაფაროვას საქართველოს პარლამენტის საპატიო მედალი გადასცა

შალვა პაპუაშვილმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის თავმჯდომარეს, საჰიბა გაფაროვას საქართველოს პარლამენტის საპატიო მედალი გადასცა. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ახალი საპარლამენტო ჯილდო – პარლამენტის საპატიო მედალი – აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისის თავმჯდომარეს, საჰიბა გაფაროვას საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის თანამშრომლობის გაღრმავებასა და საპარლამენტაშორისო ურთიერთობების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის გადაეცა.

მათივე ინფორმაციით, საჰიბა გაფაროვა პირველია, რომელიც საკანონმდებლო ორგანოს ახალი რეგლამენტის თანახმად დაწესებული პარლამენტის საპატიო მედლით დაჯილდოვდა.

„საჰიბა გაფაროვამ განსაკუთრებული წვლილი შეიტანა ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს შორის ურთიერთობების გაღრმავებაში. მისი თავმჯდომარეობისას მნიშვნელოვნად გააქტიურდა საქართველოს პარლამენტსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისს შორის კავშირები ყველა დონეზე, ასევე, შედგა არაერთი წარმატებული მაღალი დონის ვიზიტი.

აღსანიშნავია, რომ 2025 წლის მარტში, საჰიბა გაფაროვას საქართველოში განხორციელებული ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მილი მეჯლისს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც მიზნად ისახავს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფებს, სექტორულ კომიტეტებს, საკანონმდებლო ორგანოების თანამშრომლებს შორის რეგულარული კავშირების შემდგომ გაძლიერებასა და სხვადასხვა საკითხზე გამოცდილების გაზიარებას, ასევე, საერთაშორისო საპარლამენტო ფორმატების ფარგლებში თანამშრომლობის შესაძლებლობების განვითარებას,“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.

იტვირთბა....