აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“დაძაბულობის შესამცირებლად ყველა რაციონალური და დიპლომატიური გზის გამოყენება უნდა მოხდეს” – ირანის პრეზიდენტი

ირანის პრეზიდენტის მასუდ პეზეშკიანის განცხადებით, დაძაბულობის შესამცირებლად ყველა რაციონალური და დიპლომატიური გზის გამოყენებაა საჭირო.

„ომი არავის ინტერესებში არ შედის, დაძაბულობის შესამცირებლად ყველა რაციონალური და დიპლომატიური გზა უნდა იქნას გამოყენებული“, – აღნიშნა ირანის პრეზიდენტმა.

ამასთან, მისი თქმით, „მტრის მიმართ უნდობლობა და ურთიერთობაში სიფხიზლე უდავო აუცილებლობაა“.

ცნობისთვის, აშშ-ის დელეგაცია, ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსის ხელმძღვანელობით, ირანთან მოლაპარაკებების ახალი რაუნდისთვის დღეს პაკისტანში ჩავა. დელეგაციის შემადგენლობაში ასევე იქნებიან ტრამპის მრჩევლები სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი. თეირანს ჯერ არ დაუდასტურებია, მიიღებს თუ არა მოლაპარაკებებში მონაწილეობას. ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, ოფიციალური პირები მოლაპარაკებებში არ ჩაერთვებიან, სანამ ჰორმუზის სრუტეში აშშ-ის ბლოკადა ძალაში რჩება.

იტვირთბა....