20 აპრილის ღამით უკრაინამ კრასნოდარის ოლქში ტუაფსეს პორტში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე იერიში მიიტანა. იერიშის კადრები რუსულ Telegram-არხებზე გავრცელდა.
გავრცელებული ინფორმაციით კი, იერიშის შედეგად მასშტაბური ხანძარი გაჩნდა და ქარხანაში მინიმუმ ორი ნავთობსაცავი ავზი იწვოდა.
კრასნოდარის ოლქის გუბერნატორმა, ვენიამინ კონდრატიევმა ტუაფსეს პორტზე იერიში დაადასტურა, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რა ობიექტი გახდა სამიზნე. კონდრატიევის თქმით, თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და კიდევ ერთი დაშავდა.
ჯერჯერობით, უკრაინას ამ დარტყმებზე კომენტარი არ გაუკეთებია და მიყენებული ზიანის მასშტაბი უცნობია.
ტუაფსეს ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, რომელიც როსნეფტის ობიექტია, რუსეთის 10 უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხნის შორისაა. ქარხანას წელიწადში დაახლოებით 12 მილიონი ტონა ნედლი ნავთობის გადამუშავება შეუძლია.

