აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

ალექსანდრ ლუკაშენკოს განცხადებით, ევროპას ბელარუსთან და რუსეთთან ომი არ სურს, რადგან ეს ევროპელებისთვის ცუდად დამთავრდება

ბელარუსის ლიდერის ალექსანდრ ლუკაშენკოს განცხადებით, ევროპას ბელარუსთან და რუსეთთან ომი არ სურს, რადგან ეს ევროპელებისთვის ცუდად დამთავრდება.

„მათ (ევროპელებს) არც ისე კარგი ურთიერთობები აქვთ ამერიკის შეერთებულ შტატებთან. მათ გასაქცევი არსად აქვთ, გაქცევა კი მოუწევთ. ამიტომ, მათ არ სურთ ბელარუსთან და რუსეთთან შეტაკება, არავითარ შემთხვევაში“, – აღნიშნა ლუკაშენკომ.

ამასთან, მისი თქმით, არ იცის, რა იქნება ხვალ და ზეგ, რადგან მსოფლიო იმდენად ქაოსურია, რომ ამის პროგნოზირება შეუძლებელია.

„როგორი იქნება ხვალინდელი დღე? დრო გვიჩვენებს. რადგან სამყარო იმდენად ტურბულენტური და არაპროგნოზირებადია, რომ გაურკვეველი და უცნობია, რა მოხდება ხვალ, რომ აღარაფერი ვთქვათ ზეგინდელ დღეზე“, – აღნიშნა ლუკაშენკომ.

იტვირთბა....