აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

აშშ-ის სამხედრო ძალებმა კარიბის ზღვაში ნარკოტიკებით ვაჭრობაში ჩართული გემი დაბომბეს, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა – “როიტერი“

აშშ-ის სამხედრო ძალებმა კარიბის ზღვაში ნარკოტიკებით ვაჭრობაში ჩართული გემი დაბომბეს, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაიღუპა, – ამის შესახებ „როიტერი“ წერს.

აშშ-ის სამხედრო ძალების სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ გემი „ნარკოტრეფიკინგის ოპერაციებში იყო ჩართული“.

„გემი კარიბის ზღვის აუზში ნარკოტრეფიკინგის ცნობილი მარშრუტით მოძრაობდა და ნარკოტრეფიკინგის ოპერაციებში იყო ჩართული“, – ნათქვამია განცხადებაში.

აშშ-ის თავდაცვის მაღალი რანგის წარმომადგენლის განცხადებით, გასულ თვემდე პერიოდში ამერიკულმა ძალებმა დასავლეთ ნახევარსფეროში ნარკოტიკების გადაზიდვაში ეჭვმიტანილი გემების წინააღმდეგ 45 დარტყმა განახორციელეს, რის შედეგადაც, მათი მონაცემებით, ნარკოკარტელებთან დაკავშირებული 157 პირი დაიღუპა.

იტვირთბა....