აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა, რომ მზადაა შეხვდეს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს „დიდი გარიგების“ დასადებად, სადაც „გარკვეული საკითხები“ უნდა გადაწყდეს

ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა, რომ მზადაა შეხვდეს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს „დიდი გარიგების“ დასადებად, სადაც „გარკვეული საკითხები“ უნდა გადაწყდეს.

„ჩვენ გაცილებით მეტი საკითხი გვაქვს გადასაჭრელი და ეს არის დიდი გარიგების თემა. როგორც კი მას დაბალ დონეზე მოვამზადებთ, მზად ვართ, შევხვდეთ დონალდს და ხელი მოვაწეროთ ამ შეთანხმებას. მე მზად ვარ ამ შეხვედრისთვის. ჩვენ მზად ვართ შეთანხმებისთვის, მაგრამ ის ისე უნდა მომზადდეს, რომ გათვალისწინებული იყოს როგორც ამერიკის შეერთებული შტატების, ასევე ბელორუსის ინტერესები“ | თქვა მან

თუმცა, ლუკაშენკომ დაამატა, რომ ტრამპთან შეხვედრა თვითმიზანი არ არის:

“სიმართლეს არ შეესაბამება, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტისა და დონალდ ტრამპთან ხელის ჩამორთმევის სურვილით ვიწვი. გულწრფელად რომ ვთქვა, კარგი იქნებოდა ამ ადამიანის პირისპირ ნახვა და მისთვის ხელის ჩამორთმევა, მაგრამ ეს თვითმიზანი არ არის, ეს მთავარი არ არის“ | განაცხადა ლუკაშენკომ რუსულ მედიასთან ინტერვიუში.

20 მარტს ლუკაშენკომ შეერთებულ შტატებთან „დიდი გარიგების“ მომზადების შესახებ განაცხადა.

ბელარუსში ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ჯონ კოულმა, განაცხადა, რომ შეერთებული შტატები განიხილავს ლუკაშენკოს მიწვევას თეთრ სახლში, ან ტრამპის სახლში – მარ-ა-ლაგოში.

მარტის ბოლოს ტრამპმა ლუკაშენკოს პოლიტპატიმრების გათავისუფლებისთვის მადლობა გადაუხადა და თქვა, რომ „მოუთმენლად ელის“ მასთან შეხვედრას.

იტვირთბა....