აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

უკრაინამ ტაგანროგში დრონების მწარმოებელ ქარხანას დაარტყა — „ატლანტ აეროს“ ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა „ნეპტუნის“ ტიპის რაკეტებით იერიში მიიტანეს ტაგანროგში მდებარე „ატლანტ აეროს“ ქარხანაზე, რომელიც რუსეთის არმიისთვის დრონებს აწარმოებს. შეტევის შედეგად საწარმოს ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა, ამის შესახებ უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალებმა Facebook-ზე განაცხადეს და ფოტოებიც გაავრცელეს.

როსტოვის ოლქის გუბერნატორმა იური სლიუსარმა რეგიონზე სარაკეტო დარტყმა დაადასტურა. მისი თქმით, დაზიანდა კომერციული ინფრასტრუქტურა და ხანძარი გაჩნდა საწყობების ტერიტორიაზე.

ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმაციით, შეტევა განხორციელდა ტაგანროგის საავტომობილო ქარხანაზე (ტაგაზი), სადაც ადრე მსუბუქი და სატვირთო ავტომობილები იწარმოებოდა, თუმცა ბოლო პერიოდში ფინანსური პრობლემების გამო ქარხნის ტერიტორიაზე რუსული არმიისთვის დრონების წარმოება მიმდინარეობდა.

ცნობილია, რომ ტაგაზის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს კომპანია „ატლანტ აერო“ — საწარმო, რომელიც უპილოტო საფრენი აპარატების (დრონების) განვითარებასა და წარმოებაზე მუშაობს. აქ, მათ შორის, მზადდება სადაზვერვო-საბრძოლო ტიპის დრონები „მოლნია“ და კომპონენტები უპილოტო აპარატისთვის „ორიონი“.

იტვირთბა....