აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

ლიეტუვამ და ლატვიამ ფიცოს 9 მაისს მოსკოვში ჩასასვლელად საკუთარი საჰაერო სივრცის გამოყენება წელსაც აუკრძალეს

ლიეტუვამ და ლატვიამ სლოვაკეთის პრემიერმინისტრს მოსკოვში ჩასასვლელად საკუთარი საჰაერო სივრცის გამოყენება წელსაც აუკრძალეს. 9 მაისის სამხედრო აღლუმზე დასასწრებად რობერტ ფიცოს შარშანდელის მსგავსად, ალტერნატიული მარშრუტის ძებნა მოუწევს.

“ლიეტუვამ და ლატვიამ უკვე შეგვატყობინეს, რომ მოსკოვის რეისით მათ ტერიტორიაზე გადაფრენის ნებას არ დაგვრთავენ” – განაცხადა ფიცომ Facebook-ის გვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში და დასძინა, რომ აუცილებლად იპოვის სხვა გზას იმისთვის, რომ რუსეთში ჩავიდეს.

რობერტ ფიცო რუსეთის დედაქალაქს პუტინის მიწვევით 2025 წლის 9 მაისსაც ეწვია. ბალტიისპირეთის ქვეყნებმა მისი თვითმფრინავისთვის ცა შარშანაც ჩაკეტეს, რის გამოც სლოვაკეთის პრემიერი იძულებული გახდა შემოვლითი გზით გაფრენილიყო – უნგრეთის, რუმინეთისა და შავი ზღვის რეგიონის გავლით.

იტვირთბა....