ულტრამემარჯვენეები ცდილობდნენ ჩვენი იდეებისა და წარსულის შერცხვენას, მაგრამ ეს დასრულდა. მათ უნდა რცხვენოდეთ, ჩვენ კი ამაყები ვიყოთ. საამაყოა ისტორიის სწორ მხარეს ყოფნა. ასევე საამაყოა, რომ ერთხელ და ათასჯერ ვიყვირეთ: დიახ მშვიდობას – არა ომს, – ამის შესახებ ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა განაცხადა.
ამასთან, სანჩესის თქმით, მსოფლიოში ულტრამემარჯვენეების ეპოქა დასრულდა. მისივე თქმით, თანამოაზრეებთან ერთად უკეთეს მომავალს შექმნის.
„არ აქვს მნიშვნელობა, რამდენადაც არ უნდა იყვირონ ან რამდენი ტყუილიც არ უნდა მოიგონონ. საერთაშორისო ულტრამემარჯვენეების დრო დასრულდა და ჩვენ პროგრესის ახალ ერას დავამკვიდრებთ. ჩვენ აღვადგენთ იმას, რისი განადგურებაც სცადეს. მსოფლიოს ვაჩვენებთ, რომ მომავალი შეიძლება, უკეთესი იყოს. მათ სურთ, შეშინებული და დათრგუნული ვიყოთ. სურთ, ყურადღება რეალობის დაცვაზე გავამახვილოთ და არა მის გარდაქმნაზე, მაგრამ ჩვენ ამას არ ვაპირებთ, რადგან უკეთესი მომავალი შესაძლებელია“, – განაცხადა პედრო სანჩესმა.

