აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა ციტატა

უკრაინამ რუსეთის სამრეწველო ქალაქებსა და ბალტიის ზღვისპირა პორტზე დრონებით იერიში მიიტანა

უკრაინულმა ძალებმა რუსეთის ვოლგისპირა ორ სამრეწველო ქალაქზე, ასევე სანკტ-პეტერბურგთან ახლოს მდებარე ბალტიის ზღვის პორტზე დრონებით იერიში მიიტანეს. ინფორმაციას „როიტერი“ ადგლობრივ გუბერნატორზე დაყრდნობით ავრცელებს.

ლენინგრადის ოლქის გუბერნატორმა, ალექსანდრე დროზდენკომ განაცხადა, რომ ვისოცკის პორტში, სადაც კომპანია „ლუკოილის“ ტერმინალია, ხანძარი ჩააქრეს.

ამასთან, სამარის ოლქის გუბერნატორმა, ვიაჩესლავ ფედორიშჩევმა სიზრანისა და ნოვოკუიბიშევსკიში სამრეწველო ობიექტებზე თავდასხმები დაადასტურა.

პარალელურად, გასულ ღამეს რუსულმა ძალებმა ოდესის პორტის ინფრასტრუქტურა დააზიანეს. რუსულმა ძალებმა ასევე დაბომბეს ენერგეტიკული ობიექტი უკრაინის ჩრდილოეთით, ჩერნიგოვის რეგიონში. შედეგად ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში 380 000-ზე მეტ სახლს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდა.

იტვირთბა....