საზოგადოება

სასარგებლო რჩევები: მეთოდები ფული რომ არასოდეს გამოგელიოთ

1-მოერიდეთ საღამოს ფულის გაცემას, გასესხებას და გაჩუქებას. ეს გააკეთეთ დილით და ფული არ გამოგელევათ;

2- ნუ დადგამთ ცარიელ ჭურჭელს მაგიდაზე, მით უმეტეს ბოთლს, ასე ფული არ გექნებათ;

3- ნუ დაჯდებით მაგიდაზე, თორემ ყოველთვის ღარიბი იქნებით;

4- ნუ დადებთ მაგიდაზე გასაღებს, ფულს და ქუდს, თორემ სახლში არასოდეს გექნებათ ფული;

5- ღამით ფულს მაგიდაზე ნუ დატოვებთ, ამოდეთ სუფრის ქვეშ და არ დაგეხარჯებათ;

6- ნუ დაუსტვენთ სახლში, თორემ ფული გაგიფრინდებათ;

7- ფრჩხილები დაიჭერით სამშაბათს ან პარასკევს — მდიდარი იქნებით;

8- ნუ გასცემთ ფულს ორშაბათ ან სამშაბათ დღეს, თორემ ვალში ჩავარდებით;

9- ფული ყოველთვის მარცხენა ხელით გაეცით, მარჯვენათი აიღეთ;

10- ახალ მთვარეს ყოველთვის დაანახეთ ფულის მონეტა და დაუსტვინეთ –მომავალში ფული შემოგივათ;

11- სავსე მთვარეობის დროს აუცილებლად გაეცით ფული, თუნდაც სულ მცირე, იყავით ქველმოქმედი და გაუთვალისწინებელი შემოსავლები გაგიჩნდებათ მომავალში;

12- ნუ შეინახავთ სხვადასხვა ქვეყნის ფულს ერთად, ასე ფული დაგეფანტებათ;

13- საფულეში ფულს არეულად ნუ შეინახავთ;

14- ვალს ნუ გასცემთ მსხვილი კუპიურებით,გააკეთეთ ეს წვრილი ფელით;

15- ახალმთვარეობის დროს ნუ გასცემთ ვალს,თორემ მომავალ თვეში ფული გამოგელევად;

16- ნუ გექნებათ სახლში ორი ცოცხი,თორემ თქვენი დანახარჯები გაიზრდება;

17- ცოცხი ტარით ქვევით შეინახეთ;

18- ნუ გადაწმენდთ მტვერს ხელით ან ქაღალდით, ეს გაღარიბებას გიქადით;

19- სახლის დაგვის დროს, ნაგავს კარის წინ ნუ დააგროვებთ, თორემ ამ ნაგავს თქვენი ფული გაყვება;

20- ნაგავი სახლის კუთხეში მიხვეტეთ და იქ აიღეთ,ასე შემოსავლის ახალი წყარო გაგიჩნდებათ;

21- დილით უზმოზე ან გზაჯვარედინზე ნაპოვნ ფულს ნუ აიღებთ, თორემ მას თქვენი ფულიც თან გაჰყვება.

fact2.ge

იტვირთბა....