აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

კიევში შეიარაღებულმა მამაკაცმა ქუჩაში ცეცხლი გახსნა, სუპერმარკეტში შეიჭრა და მძევლები აიყვანა, არიან დაღუპულები, თავდამსხმელი კი ლიკვიდირებულია

კიევში, გოლოსეევსკის რაიონში შეიარაღებულმა მამაკაცმა ქუჩაში ცეცხლი გახსნა, შემდეგ კი ერთ-ერთ სუპერმარკეტში შეიჭრა და მძევლები აიყვანა.

თავდამსხმელი ლიკვიდირებულია.

წინასწარი ინფორმაციით, დაღუპულია, სულ მცირე, ორი და დაშავებულია ხუთი ადამიანი, მათ შორის ერთი მცირეწლოვანია.

სამართალდამცველების ინფორმაციით, თავდამსხმელი, 1968 წელს დაბადებული მამაკაცია.

თავდასხმის მოტივი უცნობია.

იტვირთბა....