პორტუგალიის დედაქალაქში ათობით ათასი ადამიანი შრომითი რეფორმის წინააღმდეგ გამოვიდა, რომლის გატარებასაც ხელისუფლება გეგმავს.
პროფკავშირებში მიაჩნიათ, რომ აღნიშნული რეფორმა დასაქმებულთა უფლებებს მოსპობს და შრომით ბაზარზე არასტაბილურ მდგომარეობას კიდევ უფრო გააუარესებს.
შრომით კოდექსში ცვლილებების შეტანის ინიციატივამ ბოლო ათწლეულის ყველაზე მასშტაბური გაფიცვა გამოიწვია ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში. პროფკავშირები ხელისუფლებას ადანაშაულებდნენ, რომ დაიკავეს დამსაქმებელთა მხარე და ამით უფლებები წაართვეს დაბალანაზღაურებად თანამშრომლებს, რომლებიც ცხოვრების ხარჯების ზრდის გამო, ისედაც სირთულეებს განიცდიან.
ამჟამად კანონპროექტის სავალდებულო განხილვა მიმდინარეობს პროფკავშირებთან და ბიზნესის წარმომადგენლებთან, ვიდრე მას პარლამენტს წარუდგენენ.

