ირანმა ჰორმუზის სრუტესთან ახლოს ტანკერს ცეცხლი გაუხსნა, – ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.
„გაერთიანებული სამეფოს საზღვაო სავაჭრო ოპერაციების“ სააგენტოს (UKMTO) ცნობით, ტანკერს ცეცხლი ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ორმა საარტილერიო კატარღამ ომანის მახლობლად გაუხსნა.
სააგენტოს განცხადებით, ტანკერის ეკიპაჟი უსაფრთხოდ არის.
მომხდარიდან მალევე, ირანის უზენაესმა ლიდერმა, მოჯთაბა ხამენეიმ განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ „ირანის სამხედრო-საზღვაო ძალები მზად არის მტერს მწარე მარცხი მიაყენოს“.
„ისევე როგორც, ირანის დრონები აშშ-ისა და სიონისტ მკვლელებს ელვისებურად ურტყამენ, ჩვენი მამაცი სამხედრო-საზღვაო ძალები მზადაა მტერს ახალი მწარე მარცხი მიაყენოს“, – დაწერა ირანის უზენაესმა ლიდერმა „ტელეგრამზე.
ასევე, Reuters-ის ინფორმაციით, ირანის სამხედრო-საზღვაო ძალების გემები ჰორმუზის სრუტეში გემებს რადიოშეტყობინებებს უგზავნიან და აფრთხილებენ, რომ სრუტე კვლავ დახურულია.

