ირანმა საჰაერო სივრცე ნაწილობრივ გახსნა, – ინფორმაციას The Guardian-ი ირანის სამოქალაქო ავიაციის სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ირანის გავლით საერთაშორისო ფრენებისთვის ქვეყნის საჰაერო სივრცის აღმოსავლეთ ნაწილში საჰაერო მარშრუტები ღიაა“, – აცხადებს ირანის სამოქალაქო ავიაციის სამსახური.
ასევე, სამოქალაქო ავიაციის სამსახურის განცხადებით, 28 თებერვლის შემდეგ პირველად, ზოგიერთმა აეროპორტმა მუშაობა დილის 7 საათზე განაახლა.
გამოცემა The Guardian-ის ცნობით, ირანის სამოქალაქო ავიაციის სამსახურის განცხადების მიუხედავად, ქვეყნის საჰაერო სივრცეში საერთაშორისო ფრენები არ ფიქსირდება.

