ვოლოდიმირ ზელენსკი მზად არის ვლადიმერ პუტინს თურქეთში შეხვდეს. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ განაცხადა.
„მზად ვართ თურქეთში ლიდერების შეხვედრისთვის ფორმატში: უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი – პუტინი, პრეზიდენტების, ერდოღანისა და ტრამპის მონაწილეობით. ცოტა ხნის წინ გადავეცით ეს სიგნალი თურქ პარტნიორებს. თურქეთი მნიშვნელოვან როლს ასრულებს სამშვიდობო ძალისხმევებში,“ – განაცხადა სიბიგამ.

