აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“პარლამენტს ვეუბნებოდი, რომ პიტერ მანდელსონის დანიშვნაზე სათანადო პროცესი იყო დაცული, მაშინ როდესაც თურმე უსაფრთხოების შემოწმება ვერ გაიარა, ეს უპატიებელია” – კირ სტარმერი

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრისთვის შოკისმომგვრელია ის ფატქი, რომ არ აცნობეს იმის შესახებ, რომ აშშ-ში ბრიტანეთის ყოფილმა ელჩმა, პიტერ მანდელსონმა ელჩად დანიშვნამდე უსაფრთხოების შემოწმება ვერ გაიარა.

როგორც ცნობილი გახდა, მანდელსონმა ელჩად დანიშვნამდე უსაფრთხოების შემოწმება ვერ გაიარა, თუმცა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამის შესახებ მთავრობას არ შეატყობინა.

ამ ფაქტის გამოვლენის შემდეგ დიდ ბრიტანეთში სტარმერის გადადგომის მოთხოვნა კვლავ აქტუალური გახდა.

„პარლამენტს ვეუბნებოდი, რომ სათანადო პროცესი იყო დაცული, მაშინ როდესაც უსაფრთხოების შემოწმება ვერ გაიარა, ეს უპატიებელია. არა მხოლოდ მე არ მითხრეს, არცერთ მინისტრს არ უთხრეს, ამის გამო ძალიან გაბრაზებული ვარ. ვაპირებ ორშაბათს პარლამენტში მისვლას, რათა ყველა შესაბამისი ფაქტი სრული გამჭვირვალობით წარმოვადგინო, რათა პარლამენტს სრული სურათი ჰქონდეს“, – აღნიშნა კირ სტარმერმა.

შეგახსენებთ, რომ პიტერ მენდელსონი აშშ-ში დიდი ბრიტანეთის ელჩის თანამდებობას 2025 წლის 10 თებერვლიდან იკავებდა, თუმცა, იმავე წლის 11 სექტმებერს, სტარმერმა დიპლომატი თანამდებობიდან გაათავისუფლა ჯეფრი ეპშტეინთან დაკავშირებული სკანდალის გამო.

იტვირთბა....